სერხიო რამოსი: VAR-ის დიდი გულშემატკივარი ვარ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აიაქსთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

33 წლის მცველმა მეტოქე გუნდი და მისი გულშემატკივრები შეაქო და VAR-ის სისტემაზეც ისაუბრა.

"VAR-ის დიდი გულშემატკივარი ვარ. ეს ტექნოლოგია ფეხბურთს უფრო სამართლიანს ხდის. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებულა. სტადიონზე კი საოცარი ატმოსფერო იყო, შესანიშნავი გულშემატკივრებითა და გუნდით. ვიცოდით, რომ ამ დონეზე ითამაშებდნენ. გაგვიჭირდა. საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა ორი გოლი გავიტანეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა სერხიო რამოსმა.

მადრიდის "რეალის" და
"აიაქსის" საპასუხო მატჩი 5 მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რეალმა ამსტერდამში გაიმარჯვა - სოლარი ამტკიცებს, რომ ტურნირი მიჯრით მეოთხედ უნდა მოიგონ [VIDEO]

altსანტიაგო სოლარი: მე VAR-ისა და მსაჯების მჯერა

altფრენკი დე იონგი - "რეალთან" გოლის გაუქმებაზე: დიდი კლუბის სასარგებლოდ ასეთი რამის გაკეთება ადვილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯრიდის რეალი
wero
15:38 14-02-2019
3
ბოლო შეხვედრები კარგად გაიხსენოს ბაიერნთან და მერე ილაპარაკოს. როგორც აწყობთ, ისეა ზუსტად
:))))
11:44 14-02-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული