ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ლიონი" "ბარსელონასთან" ფრეზეც დაკმაყოფილდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალური მატჩი "ლიონსა" და "ბარსელონას" შორის 0:0 დასრულდა.

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მეტოქე გუნდში თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი ლეო მესი თამაშობს, კარგი იქნებოდა თუ გაცივდებოდა და ვერ იასპარეზებდა. მოთელვაზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა მცველმა მენდიმ, მაგრამ მაინც ითამაშა. ცნობისათვის, მისი სამსახურით "ბარსაა" დაინტერესებული.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში მეკარე ლოპეშმა სუარესს, მესის და ბუსკეტსს არ დაანება მისი კარის დალაშქვრა.

მოკლედ, 0:0 და ფრანგულ გუნდს თავისი თამაშიდან და იქედან
გამომდინარე, რომ განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს "კამპ ნოუზე" გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს.

სუარესმა ამ ტურნირზე გასვლით მატჩში ბოლოს გოლი 2015 წლის სექტემბერში გაიტანა.

ლიონი. "გრუაპამა". 57 889 მაყურებელი
ლიონი - ბარსელონა 0:0

ლიონი: ლოპეში, დიუბუა, მარსელო, დენაიერი, მენდი, ნ'დომბელე (დიოპი 86), აუა, ტრაორე (ტუზარი 71), დეპაი, ტერე (კორნე 78), მ. დემბელე,

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რობერტო (ვიდალი 84), რაკიტიჩი, უ. დემბელე (კოუტინიო 70), მესი, სუარესი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსასთვის უმჯობესი იქნება თუ ლიონთან გავარდება.
123
20 თებერვალი 2019 10:04
7
123-ო მაგ იმედად იყავი შენ! ვისაც ბალელშჩიკობ ემანდ ეგ არ გავარდეს, ხომ იცი ბუმერანგის პრინციპი.
10
20 თებერვალი 2019 13:36
2
მგონია რომ ნახევარი საუკუნის მერე თეთრ კანიან ფრანგს რომ ნახავ გაგიკვირდება.
giga
20 თებერვალი 2019 08:15
2
გიგა, შენ რა ფრანგების გიკვირს, ცოტა ხანში ჩვენთანაც ასე იქნება,
გია1
20 თებერვალი 2019 13:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული