
"ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.
"უკეთეს შედეგს ველოდით. ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ ვერ მოვიგეთ.
სახლში მაგრად ვთამაშობთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 0:0 ძალიან სახიფათო შედეგია. უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენი გულშემატკივრების დახმარება გვჭირდება.
ჩემპიონთ ლიგაზე სამი წელია სტუმრად ვერ ვიმარჯვებთ? კარგი მეტოქეები გვყავს. "ლიონს" ხომ ჯერ არ წაუგია".