მასიმილიანო ალეგრი: არაფერიც არ დასრულებულა - გაიხსენეთ "რეალთან" მატჩი

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის წაგება (0:2) "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასე ახსნა.

"მეორე ტაიმი საშინელი იყო. პირველი გოლის გაშვების შემდეგ შეცდომა დავუშვით. ამ გუნდს ეხერხება კარში დაურტყმელად მოგება.

მეორე ტაიმში კარში ბურთი არ დაგვირტყამს. მოწინააღმდეგე კი სტანდარტულებზე აგრესიულად თამაშობდა და დაგვსაჯა კიდეც.

ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ამისათვის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, გლოვით საქმეს ვერ უშველი. "ატლეტიკო" ცუდად თამაშს გაიძულებს, ნელ ტემპში.

შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. ამის
უნდა გვჯეროდეს.

მეორე გოლის შემდეგ დეზორგანიზებულნი გავხდით, შეიძლებოდა მესამე ბურთი გაგვეშვა. ეს არ შეიძლება. საბედნიეროდ მესამე გოლი არ გავუშვით. 0:2-ის ამოქაჩვა უფრო ადვილია. არაფერიც არ დასრულებულა, არაფერი არ დასრულდა "რეალთან" 0:2-ის წაგების შემდეგაც. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ საპასუხო მატჩი ტურინში გაიმართება.

ჩვენ მივეჩვიეთ "ატლეტიკოს" დაბალ ტემპს, შემდეგ ჩვენზე უფრო სწრაფად ამოქმედნენ, რაც სიახლე არაა. ამას უკვე 8 წელიწადია აკეთებენ. ისინი მოდუნებას გაიძულებენ. თამაშიდან გოლი არ გავუშვით, რადგან როგორც წესი, მათ ასე გოლი არ გააქვთ - ან კონტრშეტევაზე იტანენ ან სტანდარტულიდან".

altდიეგო სიმეონე: რატომ მოვიკიდე კვერცხებზე ხელი? - კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები!

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

altდიეგო გოდინი: მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი სირთულეები გადავლახეთ

altჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ დაგეთანხმები ალეგრი დიდი პატივისცემის მიუხედავად მაშინ რეალი ყრუ დაცვაში არ იდგა 90წუთი, ატლეტიკო კიდევ 11 კაცით დაიცავს თავს ერთერთი ყველაზე სტაბილური მეკარით სიმეონეც მეთორმეტე.რონალდოს ხუთი თასი ნულთან კომენტარიც იმას მოწმობდა რომ შანსი ძალიან ცოტაა ...
აკაკი
06:08 21-02-2019
7
მთლად მეორე ტაიმსაც ნუ დააბრალებს ალეგრი წაგებას, პირველ ნახევარში დიეგო კოსტამ ერთი ერთზე გასვლა აპატია "იუვეს", ასე რომ მთლიანობაში "ატლეტიკომ" აჯობა იტალიურ გრანდს და ფაქტიურად გავიდა შემდეგ ეტაპზე. ტყუილად არ დარეკა გამაფრთხილებელმა ზარმა "პარმასთან" და "ატალანტასთან", ეტყობა "იუვემ" ამ სეზონის ფორმის პიკი ნაადრევად გადაიარა.
ირაკლი
14:38 21-02-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული