ნაჩო "რეალის" ლიგიდან გავარდნაზე: ხანდახან მეფეებსაც ამხობენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში ამსტერდამის "აიაქსთან" (1:4) განცდილი მარცხი შეაფასა.

"ემოციებისგან დაცლილები ვართ. ასეთ სიტუაციაში ყოფნა უჩვეულოა - ნახევარი სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ არც ერთი ტიტულისთვის აღარ ვიბრძვით.

ლა ლიგა - თითქმის შეუძლებელია, სამეფო თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა... ეს რთული მომენტია. ვფიქრობ, ეს "რეალისთვის" გარდამტეხი მომენტი იქნება.

არც ერთ ჩვენგანს არ უთამაშია იმ დონეზე, რომელზეც გვინდოდა, გვეთამაშა. არ ვაპირებდით ჩემპიონთა ლიგაში დაუსრულებლად გამარჯვებას. ხანდახან მეფეებსაც ამხობენ. ადრე თუ გვიან ეს უნდა
მომხდარიყო", - აღნიშნა ნაჩომ.

მომზადებულია El Chiringuito-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გია1 -ო მომეწონა შენი კომენტარი, მე რეალის ბალელშიკი ვარ და არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს ვინც მეტოქეს გუნდს აძაგებს გაჭირვების დროს. ამდენი მარცხის მერე არაფერი მიხარია. მადლობადათო ძმაო მხარდაჭერისთვის.
daTo
16:14 06-03-2019
0
ბარსას თავგადაკლული გულშემატკი ვარ, ბარსა ყველაფერია ჩემთვის! და ამიტომ რასაც დავწერ ცოტათი დამეჯერება. რეალს მართლა მძიმე დღეები ადგას და ამიტომ ჩვენი მხრიდან ნამეტანი კრიტიკა არ არის გამართლებული. რონალდოს წასვლის მერე გუნდმა ვერ იპოვნა საკუთარი თავი. ისე ეს ასეც მოხდებოდა, იმიტომ, რომ ლიდერის დაკარგვა გუნდისთვის არის კატასტროფის ტოლფასი. ეგ კი არა უკვე ძალიან მეშინია, როცა მესი წავა (ამის გაფიქრებაც კი არ მინდა) ჩვენც არ დაგვემართოს ესეთი კრიზისი, და მერე გავიგებთ ნამეტანი "გადავლა" მეტოქის ქომაგებისგან რა საშინელი მოსასმენი და წასაკითხია. ამიტომ მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანთს!!!!
გია1
12:12 06-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული