რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება - "ატლეტიკო" უეფაში ჩივილს აპირებს...

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში "დიდი კვერცხების" ჟესტისათვის "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო უეფამ შეიძლება რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

ასეთ შემთხვევაში რონალდო მეოთხედფინალში "აიაქსთან" ვერ ითამაშებს.

ეს გუნდები ერთმანეთს 10 და 16 აპრილს შეხვდებიან.

ამავე ჟესტისათვის უეფამ მკაცრად არ დასაჯა "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე და მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ თურმე, "ატლეტიკო" აღშფოთებულია რონალდოს საქციელით, რადგან მათი აზრით, ის სიმეონეზე უფრო გამომწვევად იქცეოდა და As-ის ცნობით, უეფაში ჩივილს აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სათანადოდ დაესაჯათ სიმეონე და არც ეს იზამდა
აზრი
01:17 16-03-2019
2
გავკარი ფეხბურთს და უეფას თუ რონსლდოს ნაირ ფეხბურთელს ამისთვის 1/4. ფინალს გამოატოვებინებრნ
მასშინ პირდაპირ გამოაცხადონ ლიგის გამარჯვებული
margveli
00:32 16-03-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული