"მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში "დიდი კვერცხების" ჟესტისათვის "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო უეფამ შეიძლება რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.
ასეთ შემთხვევაში რონალდო მეოთხედფინალში "აიაქსთან" ვერ ითამაშებს.
ეს გუნდები ერთმანეთს 10 და 16 აპრილს შეხვდებიან.
ამავე ჟესტისათვის უეფამ მკაცრად არ დასაჯა "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე და მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ თურმე, "ატლეტიკო" აღშფოთებულია რონალდოს საქციელით, რადგან მათი აზრით, ის სიმეონეზე უფრო გამომწვევად იქცეოდა და As-ის ცნობით, უეფაში ჩივილს აპირებენ.
მასშინ პირდაპირ გამოაცხადონ ლიგის გამარჯვებული