ჩემპიონთა ლიგა 6 ერის მსგავსად ჩაკეტილი ტურნირი გახდება?

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ევროგრანდი კლუბები თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას გეგმავენ.

"ტაიმსი" იტყობინება, რომ ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) აპირებს უეფას ცვლილებები უკვე 2024 წლიდან შეატანინოს.

კერძოდ, შეთავაზებული ფორმატის მიხედვით, პლეი-ოფში გასული 32 გუნდიდან 22-ს გარანტირებული ექნება ამ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობა.

მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატებიდან გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 8-ადგილიან კვოტას მიიღებენ.

ამის წინააღმდეგია პრემიერლიგა, რადგან ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიღოს - ახლა მათი გუნდები ქვეყნის პირველობაზე პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მიიღონ
მონაწილეობა და თუ ეს სტიმული არ ექნათ, მათი ჩემპიონატი გარკვეულწილად დაზარალდება.

ECA-ს ფორმატის გეგმა 8 4-გუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 8-გუნდიანი ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  გუნდები ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩს ჩაატარებენ და შესაბამისად, მეტ ფულს გამოიმუშავებენ.

მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა რაგბის 6 ერის დარად ჩაკეტილი ტურნირი გახდეს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
საკალათბურთო ევროლიგას უფრო გავს ვიდრე ექვს ერს.
ირაკლი
12:05 06-04-2019
0
კარგია. ამის შემდეგ უცხოელი ფეხბურთელების შეძენას აზრი დაეკარგება. უცხოელ ფეხბურთელებს თვითონაც არ ექნებათ იმის სურვილი, რომ ქართულ კლუბებში ითამაშონ. ახლა მოდიან იმ იმედით, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავს გამოიჩენენ და ძლიერ დუნდებში გადავლენ. ქართველი ბიჭები ათამაშეთ ქართულ კლუბებში.
ქართველი გულშემატკივარი
08:10 06-04-2019
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული