"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" პერსპექტივაზე ისაუბრა.
"აიაქსი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ვინ იფიქრებდა, თუ ნახევარფინალში გავიდოდნენ.
არა მგონია, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ, თუმცა, შესაძლოა, ვცდები. ეს გუნდი აქტიურად უტევს და პერსონალურ დაცვას იყენებს.
"აიაქსის" ფეხბურთელები კომბინაციურად მოქმედებენ და ამას კარგად აკეთებენ", - განუცხადა ანჩელოტიმ Football Italia-ს.