რუუდ გულიტი: გვარდიოლა მეცოდება - ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა რუუდ გულიტმა "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა შემდეგნაირად ახსნა.

"გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს, რომელიც მატჩების ბედს წყვეტს.

გვარდიოლა "ბაიერნში" ეცადა, ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ვერ მოახერხა. ამ გუნდისთვის კი ბუნდესლიგის მოგება წარმატება არაა, ვინაიდან თითქმის ყოველ სეზონში იმარჯვებს.

"ბარსელონაში" თამაშებს მესი იგებს. ასე იყო გვარდიოლას ეპოქაში და ასეა ახლაც. ვხედავ გვარდიოლას მისწრაფებას და მოტივაციას და მეცოდება", - განაცხადა გულიტმა beIN Sports-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰო ზოგიერთებს, რომ კითხო მაშინ მესი კი არა ხავი და ინიესტა იგებდა.დდდდ
Kkk
21 აპრილი 2019 00:51
3
მე მგონი გვარი შეეშალა,ბოლო სამი წელია კრიშტიანომ მოიგო ჩ.ლ.
jiji
27 აპრილი 2019 10:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული