"აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 0:1 დამარცხება "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ ასე ახსნა.
"პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვერ დავიწყეთ. მეტოქე უფრო ენერგიულად მოქმედებდა. გაგვიჭირდა, ძალა არ გვყოფნიდა.
გოლის გაშვების შემდეგ, სადღაც 30-ე წუთზე თამაშში დავბრუნდით. შეცვლაზე შემოსული სისოკო თამაშში აქტიურად ჩაერთო.
მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო. მომენტების შექმნას ვცდილობდით. ანგარიში მხოლოდ 0:1-ია. არაფერიც არაა დაკარგული, ამსტერდამში მოსაგებად გავემგზავრებით.
დიდი არჩევანი არ მქონდა და ამიტომ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი. ეს შეცდომა იყო", - ციტირებს პოჩეტინოს BT Sport-ი.