ერნესტო ვალვერდე: მესი გვაოცებს - არ მეგონა, თუ იმ სიშორიდან შეასრულებდა საჯარიმოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულის" დამაჯერებლად ძლევის (3:0) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დუბლის ავტორი ლეო მესი აქო.

"ყველა გუნდი ცდილობს, მეტოქეს თავისი თამაში მოახვიოს თავს და ხანდახან მოწინააღმდეგე დომინირებს. დღეს ეს გაგვიჭირდა. სამი გოლი გავიტანეთ და იმედია, მოპოვებულ უპირატესობას არ გავანიავებთ.

ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მესის და მიუხედავად ამისა, მუდამ გვაოცებს. თანაც, პრესინგშიც იღებდა მონაწილეობას. არც მეგონა, თუ იმ სიშორიდან საჯარიმოს დაარტყამდა. ის მეტოქეებს შიშის ზარს სცემს. ასეთ შეხვედრაში ყველამ უნდა წარმოაჩინოს თავი და დღეს გუნდურმა თამაშმა კვლავ
გამოიღო შედეგი.

ნუ დაგვავიწყდება, გასულ სეზონში მეოთხედფინალში პირველი შეხვედრა 4:1 მოვიგეთ და საბოლოოდ გავვარდით. ასე რომ, ინტრიგა ცოცხალია", - განუცხადა ვალვერდემ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერნესტო პირიქით შენ გვაოცებ, შენი გაოცებით, რომ დაეჭვდი მესი გაიტანსო ამ სიშორიდანო? რა არ გაუტანია შორიდან თუ რა? ხოდა ხომ გაოცდი მესის შორიდან გატანილ გოლზე?! ბარსას ვულოცავ გამაჯვებას, აი მესიზე უკვე სიტყვები აღარ მყოფნის!!! გ ე ნ ი ო ს ი!!!!!!!!!!
გია1
09:39 02-05-2019
5
დავიჯერო ესეთი მაგარია ვალვერდე?ფაქტია შედეგი აქვს.შესაბამისად მაგარი გამოდის :-)ტაქტიკურად აშკარად აჯობა კლოპს.თუმცა იღბალი აშკარად ბარსას მხარეს იყო გუშინ.საოცნებო ფინალისკენ მივდივართ.კრუიფი რომ ცოცხალი იყოს იამაყებდა ამ ფინალით.ბარსა - აიაქსი ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული