ემუქრება თუ არა კვარაცხელიას გამო "ნაპოლის" სასჯელი და რამდენს მიიღებს სინამდვილეში ტრანსფერში

AutoSharing Option
იტალიური მედია იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ „ნაპოლი“ პსჟ-სგან არა 70 მილიონ ევროს, არამედ 80 მილიონს მიიღებს.

პარიზულმა კლუბმა „ნაპოლის“ 24 მილიონი იანვარში გადაუხადა, დანარჩენ თანხას კი ოთხ ტრანშად (თითოეული 14 მილიონს შეადგენს) გადაურიცხავს. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებიდან ჯამში 155 მილიონს გამოიმუშავებს და ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლება.

Calciomercato წერს, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა ხვიჩას ტრანსფერის გამო „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის პროფესიულ ლიგაში (LFP) უჩივლა, რამეთუ მისი მტკიცებით, ქართველი რეგლამენტის დარღვევით, საზღვარგარეთიდან
დაფინანსების წყალობით შეიძინა. თუმცა, გამოცემა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ მათ კლუბს არავითარი სასჯელი არ ემუქრება.

alt"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული