მარიო ბალოტელი: გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ ადარებთ მესის "იუვენტუსის" 7 ნომერს

AutoSharing Option
"მარსელის" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ცოტა ოდიოზურად კი თვლიან, მაგრამ ხანდახან ისეთ მოსწრებულ სიტყვას იტყვის, ყველას გააკვირვებს.

"ბარსელონასა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "მესი ფენომენია, გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ ადარებთ მას "იუვენტუსის" 7 ნომერს".

შემდეგ მან თავისი მოსაზრება Football Italia-სთან განავრცო.

"თუ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ისინი ერთ დონეზე არიან. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია გითხრათ, მესი ჩვენი პლანეტიდან არაა. შეუძლებელია მას აჯობო.

მესი და რონალდო ორი ფენომენია, მაგრამ ისინი ერთი კლასის ფეხბურთელები არ არიან. რომ არა მესი, რონალდო საუკეთესო იქნებოდა.
შრომისმოყვარეობის გამო რონალდოს დიდ პატივს ვცემ. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

ხალხი ამიმხედრდა, თითქოს არ ვიცი, რას ვლაპარაკობ. რონალდო "ატლეტიკოსთან" მატჩში სამჯერ შეეხო ბურთს და სამი გოლი გაიტანა. ეს მისი ძლიერი მხარეა.

გუშინ მესიმ "ლივერპულთან" შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სტატისტიკას ჟურნალისტებს მივანდობ, მაგრამ ეს მარადონას და პელეს შედარებასავითაა. პელემ მარადონაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მარადონა ბურთს ფლობდა, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესი უდაოდ საუკეთესოა მაგრამ ბალოტელი რომ რამეს აკომენტარებს ფეხბურთელობაზე უხერხულია
კარგით რა
06 მაისი 2019 02:27
2
Fenomeni ertia da mas veravin ver shedreba baloteli es soflis gundis wevria Aman raunda tkvas fenomenobaze
Xishnika
04 მაისი 2019 01:57
3
რაც ბარსას გულშემატკივარი გავხვდი და მესის თამაში ვნახე, რა ვქნა ამის მერე მესის თამაში უდიდეს, საფეხბურთო სიამოვნებას მანიჭებს. მერე თავისი თავმდამბლობით იმსახურებს ქომაგების სიყვარულს და პატივისცემას. ჩემთვის მესი როგორც დიდებული ფეხბურთელი და პიროვნება, არის ნომერი 1-ლი ყველა ფეხბურთელებს შორის.
ქართველი1
03 მაისი 2019 15:21
4
მესის რონალდოს არც შევადარებ, ლაპარაკიც უაზრო მგონია, რეალის გულშემატკივრობამ ობიექტურობა არავის არ უნდა დააკარგინოს, მესი უდოდ სულ სხვა დონეა, მაგრამ ზიდანი რატომღაც ამათზე დიდი მგონია იმიტომ, რომ მან რაც გააკეთა 2006-ის მუნდიალზე, ვერც ერთმა ვერ გააკეთა, მარადონას არ ვთვლი უბრალოდ, დიადია ჩემთვის ის ხალხი, ვინც მუნდიალს მარტო იგებს ფაქტიურად, ჯერ ესპანეთთან და მერე ბრაზილიასთან რაც ზიზუმ გააკეთა, მე პირადად არ მინახავს ეგეთი რამე, სრული ბატონ-პატრონი იყო ცენტრში, თუ ვინმე ანალოგიურს შემახსენებს, მადლობელი დავრჩები. პ.ს. პელე, მარადონა, ზიზუ, მესი....
03 მაისი 2019 13:48
4
1. პელე - მარადონა

მათ შემდეგ ზიდანი, მესი, რონალდინიო, რონალდო.....
gg
03 მაისი 2019 11:07
6
1 პელე და მარადონაა და დანარჩენი ქვევით თანმიმდევრობა თქვენ დააალაგეთ მაშინ:)
ვან ბასტენი არ დამივიწყოთ კიდე:)
gg
03 მაისი 2019 16:07
2
Erti farchakia halamadridze, ramos the legendi da is iknebi albat zidani ro mesis girchevnia
Vitom obieqturo
03 მაისი 2019 15:00
4
ყველა გამოხმაურება
ორივე ძლიან-ძალინ კარგი ფეხბურთელები არიან, მათი შედარება (ვინ უფრო კარგია) უაზრობაა. მაგ: ყიფიანი თუ გუცაევი, ან ჩივაძე თუ მაჩაიძე და ასე შ. მსოფლიო დონეზე არ გავდივარ.
დათო
03 მაისი 2019 09:54
0
მესის გვერდზე ნურავის ნუ ახსენებთ საერთოდ. გთხოვთ, მადლობთ.
Ukacravad.
03 მაისი 2019 05:13
11
მესის შარვალში ძინავს, როგორც დატოშკა იტყოდა ხოლმე ხელს დაიდებდა ხოლმე უბეზე და იტყოდა "ვოტ ზდეს სპიტ მესი"
ჯიმი-ჯიმი
06 მაისი 2019 11:45
1
მესის, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია კალაძემდე-რაა!!!
მესიმ ჯერ 2 გოლი გაიტანოს, თან ერთ თამაშში და ისიც საკუთარი ნაკრების(!!) კარში და მერე ვისაუბროთ მის გვერდით ვინმეს ხსენება/არ-ხსენებაზე-რაა... :D :D :D
მართლაც, რომ უკაცრავად
03 მაისი 2019 09:50
8
ფეხბურთის გულისთვის - ბალოტელის იმაზე მეტად ნუ გაახმოვანებთ ვიდრე ტობოლის ან ჩინეთის ლიგის რომელიმე ფეხბურთელს. მესი და რონალდო - ორივე სუპერ დონეა, ორივე სასწაულს ახდენს, ორივე ისეთ ასაკში წყვეტს თამაშის ბედს, სხვები რომ ლურსმანზე კიდებენ ბუცებს. რონალდოს ვგულშემატკივრობ და ვთვლი რომ მესიზე უფრო ფართო სპექტრი აქვს პროდუქტიულობის (3 კლუბი, ნაკრები) მაგრამ მესი ბარსაში (ნაკრებში ვერ) ისეთ დონეს თამაშობს, რომ მხოლოდ ამისთვის შეიძლება შეიყვარო ფეხბურთი. ესენი არ არიან კონკურენტები - ერთმანეთი შეავსეს, მოტივაცია მისცეს და ერთად ისეთი ეპოქა შექმნეს, მომავალში ძნელი იქნება ამის გამეორება. ბალოტელიმ კი "ნაკიდკის" ჩაცმა ისწავლოს.
???
03 მაისი 2019 03:01
13
რონალდო უდაოდ ძალიან მაგარი და სამაგალითო სპორტსმენი და ფეხბურთელია,მაგრამ ჩემი გემოვნებისთვის მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია,მიუხედავად იმისა რომ არსებობდნენ კრუიფი,ზიდანი,პლატინი,ყიფიანი,ბერკამპი და კიდევ მრავალი,(მარადონა და ქინქლაძე არ ვახსენე,იმიტომ რომ მიუხედავად უდიდესი ნიჭისა არ იყვნენ პროფესიონალი და სამაგალითო სპორტსმენები)მესი ჩემი აზრით საუკეთესოა.
1
02 მაისი 2019 23:34
14
ტეხავს რა უკვე მართლა, ხვალ რომ გაიტანოს რონალდომ (არაა გამორიცხული თან) უფრო მაგარი გოლი მერე რონალდოზე უნდა წეროთ სტატიები თუ რა მაგარია.. ორივე ძალიან მაგარია და დანარჩენი გემოვნების ამბავია.. მესისტები უფრო ამტკიცებენ რომ რონალდოს ჯობია მესი და ეს ამტკიცებს რომ რონალდოს მესის დონეზე დგას
ქართველი
02 მაისი 2019 23:08
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული