ლუის სუარესი: თუ "ლივერპულს" გოლი გავუტანე, არ აღვნიშნავ

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თქვა, რომ თუ გოლი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა, არ აღნიშნავს.

"ვინც ფეხბურთში ერკვევა, ვისაც სპორტი უყვარს, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ესმის.

"ლივერპულის" გულშემატკივრების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული. მათი მადლობელი ვარ და ბუნებრივია, თუ გოლი გავიტანე, არ აღვნიშნავ, ისევე, როგორც "გრონინგენს" როდესაც "აიაქსში" თამაშისას გავუტანე", - ციტირებს სუარესს კატალონიური "სპორტი".

ისე, "კამპ ნოუზე" "ლივერპულის" კარის დალაშქვრა სუარესმა აღნიშნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხო, ერთი წინა არ აღნიშნე და მეორედ ახლა არ აღნიშნავ ;დ ძალიან არ მომწონს სუარეზი, როგორც პიროვნება ))
ზუზუ
13:51 07-05-2019
3
წინა თამაშში რატომ აღნიშნა აბა?
achkipa
13:04 07-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული