"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თქვა, რომ თუ გოლი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა, არ აღნიშნავს.
"ვინც ფეხბურთში ერკვევა, ვისაც სპორტი უყვარს, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ესმის.
"ლივერპულის" გულშემატკივრების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული. მათი მადლობელი ვარ და ბუნებრივია, თუ გოლი გავიტანე, არ აღვნიშნავ, ისევე, როგორც "გრონინგენს" როდესაც "აიაქსში" თამაშისას გავუტანე", - ციტირებს სუარესს კატალონიური "სპორტი".
ისე, "კამპ ნოუზე" "ლივერპულის" კარის დალაშქვრა სუარესმა აღნიშნა.