ტომ ჰენინგ ევრებე: "ჩელსისა" და "ბარსელონას" ნამატჩევს ევროპული ფეხბურთის მთავარ იდიოტად გადავიქეცი

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა ტომ ჰენინგ ევრებემ "ჩელსისა" და "ბარსელონას" 2008/09 წლების სეზონში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა.

"მინდა თუ არა, რომ მაშინ ვიდეოგამეორება ყოფილიყო? რა თქმა უნდა. პირველი ტაიმის შემდეგ მე და ჩემი ასისტენტები ვგრძნობდით, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო, ბოლოს კი ყველაფერი შეიცვალა. გასახდელში შევედი, გავჩერდი და მივხვდი, ის საღამო ჩემთვის კატასტროფად გადაიქცა.

ჩემში ყველაფერი დუღდა, სულ რაღაც 2 საათში პატივცემული მსაჯიდან ევროპული ფეხბურთის მთავარ იდიოტად გადავიქეცი.

შეხვედრის შემდეგ პოლიციის თანხლებით აეროპორტში წავედით, რათა მშვიდად ჩავმსხდარიყავით თვითმფრინავში და სახლში დავბრუნებულიყავით.
მუქარა? ვფიქრობ, ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ "ჩელსიმ" ვერ გაიმარჯვა და ჩემს მუშაობასთან და არა ჩემ და ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან", - ციტირებს ევრებეს Panenka.org-ი.

ევრებემ მსაჯის კარიერა 2010 წელს დაასრულა და ამაზე გავლენა აღნიშნულმა მატჩმა მოახდინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Arcertis qomagi arvar saxelidanac advili misaxvedria. Tumca visac arynda gulshematkivrobde adekvaturi pozicia unda gqondes. Drogbas momenti argvinda sheveshvat, anelka erti ertze rcheboda mcvels rom xelze moxvda burti, bolos balaki rom gadairia dartymuli burti karshi midioda da xelma chamoagdo, eseni tu penalti ar aris aba raze inishneba saertod penalti? Radgan vinmes gulshematkivari xar ar sheizleba shavze tetriao izaxo. Mag momentebze araferi momxdarao amis zaxili igivea me ro davicyo exla laparaki milani evropis sauketeso gundiatqo.
Milani
10:21 10-05-2020
1
ეს თამაში არის ტესტი ბარსას ფანების ადეკვატურობაზე - თუ გინდა გაიგო ადეკვატურია თუ არა, ამ თამაშზე უნდა კითხო, თუ გითხრეს რომ ბარსა დამსახურებულად გავიდა, ე.ი. არაადეკვატთან გაქვს საქმე..
ქუთაისელი
12:00 13-05-2019
1

სიახლეები პოპულარული