კილიან მბაპემ, რომელიც "ოქროს ბურთის" კენჭისყრაში მე-6 ადგილი დაიკავა, დაჯილდოების ცერემონია მნიშვნელოვანი "პრიზის" გარეშე არ დაუტოვებია და პირდაპირ სცენაზე გადაიღო ბურთი "ჩელსის" კოტდიუვარელ ლეგენდა დიდიე დროგბასთან.
მბაპე სცენაზე მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის მისაღებად ავიდა, იქ კი "ჩელსის" ექს ფორვარდმა სელფის გადაღება შესთავაზა.
ამ მომენტს, კი კილიანი 10 წელი ელოდა. 2009 წელს მბაპე "ჩელსიში" სინჯებზე იყო ჩასული. ლონდონში 1 კვირაზე ნაკლები გაატარა, ბავშვთა გუნდის 10-ნომრიანი მაისურიც მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და "ჩარლტონის" წინააღმდეგაც ითამაშა.
ნაცნობების საშუალებით კილიანმა დიდე დროგბას ფოტოს
გადაღება სთხოვა. კოტდიუვარელიც დათანხმდა და შეჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის "ბარსელონასთან" გასამართი ნახევარფინალის შემდეგ გადაიღებდა მასთან ერთად ფოტოს.
ამ შეხვედრაში ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა - ტომ ჰენინგ ევრებე, რომლის შეცდომებმაც "ჩელსი" ლიგის ფინალს მიღმა დატოვა. მატჩის შემდეგ ნორვეგიელ მსაჯს მთელი "ჩელსი" უტევდა, ავანგარდში კი დიდიე დროგბა იდგა.
იტალიური მედია საშუალებები წერდნენ, რომ დროგბა ევრებეს გვირაბში მისდევდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. თავად დროგბა ამ ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, თუ ფორვარდის სახეს გავითვალისწინებთ... ევრებემ შარშან, 2018 წელს Goal.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დიდიე დროგბას გარკვეული დროის შემდეგ შეხვდა და ისინი შეთანხმდნენ, რომ რაღაცები სხვანაირად უნდა გაეკეთებინათ.
ზუსტად უცნობია, მაშინ რატომ არ გადაიღეს ფოტო მბაპემ და დროგბამ. ან "ჩელსის" ფორვარდმა თქვა უარი, ან ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. მალე კილიანი საფრანგეთში დაბრუნდა "ბონდის" საფეხბურთო სკოლაში, სადაც მამამისი მუშაობდა.
10 წლის შემდეგ დროგბამ დანაპირები შეასრულა, ზუსტად ისე შეხედა ფრანგს, როგორც მაშინ ევრებეს უყურებდა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი ისე საშინლად არ გამოიყურებოდა.
მბაპესაც ბავშვობის ოცნება აუსრულდა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით