ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
შეურაცხყოფებისგან თავი შორს დაიკავეთ რონალდოს და მესის ფანებმა. რა დღეში ხართ! ერთმანეთს შეურაცხყოფთ ვიღაც ფეხბურთელების გამო გეგონება თქვენი მამები ან ბიძები იყვნენ.სირცხვილია უკვე! მესიმ კი არ ითამაშა, ვერ ითამაშა და რონალდოც გამოვარდა ჩ.ლ.დან ასე რომ ეს სეზონი ცუდი გამოდგა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის რადგან ლეგენდები ფინალში ვერ ითამაშებენ.მესისტები განსაკუთრებით ნუ აქტიურობთ სადაც არ არის საჭირო...
ლოლ
25 მაისი 2019 16:26
2
ლოლ მესის ხსენებაზე მაგრად გაჟუნჟულებთ არა? მესისტებს სადაც მოგვესურვება იქ ვიაქტიურებთ! აი შენ კი აუცვი, სანამ დროა.
?
25 მაისი 2019 18:40
8
მესის ვულოცავ ოქროს ბუცს...მაშინ ქამ ბექი იყო ეგრედწოდებული პსჟ 6-1 ბარსელონასი და ეხლა არ იყო ლივერპულის ან შარშან რომასი რატომ არ ხართ ობიექტურები...რატომ 6-1 არ იძახით გაყიდული იყოვო მითუმეტეს სუარესი ეპიზოდი პენალტი არ იყო ჩაყვინთა თავის საფირმო ნახტომით და კავანის დიმარიას 100% მომენტები....ნუ გინდათ თავი დაიმშვიდოთ ვერ ითამაშეს და წაგეს აბსოლიტურად დამსახურებულად რომასთანაც და ლივერპულთანაც გაყიდული არა კიდევ იქნებ მაკლიერის სახელიც იცით....
სიმართლე 100%
25 მაისი 2019 10:22
2
ეს მესის და რონალდოს ფანები უკვე ნაც-ქოცებივით გახდით უკვე. ორივე მაგარია და რომელსაც რომელი მოგწონთ იმას უყურეთ და ისისამოვნეთ, რათ გინდათ ერთმანეთის ამდენი შეურაცყოფა? თუ ფეხბურთი გიყვართ ორივეს თამაში უნდა გსიამოვნებდეთ. გემოვნების საკითხია თორე მე ორივეს ერთი დიეგო და ერთი ვან ბასტენის ულამაზესი გოლები მირჩევნია და კიჭა რონალდინიოს ხალისიანი და სულ ღიმილიანი თამაში მომენატრა კიდე.
gg
25 მაისი 2019 14:44
2
ბარსას ფანებო მესის ცუდი თამაში გინდათ გაამართლოთ თამაშის გაყიდვით და იმასაც ვერ ხვდებით რომ ეს კრიმინალია.გამოგყავთ რომ ნამდვილი გაუმაძღარი არაკაცია.თან ოქროს ბურთი გინდათ.გაიგეთ რომ ჩ.ლ.-ის მოგების და ნაკრებში კარგად თამაშის გარეშე,მხოლოდ იმიტომ რომ ვარსკვლავებით გადადატენილ ბარსასთან ერთად ესპანეთში იგებთ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს,მითუმეტეს თუ თამაშებს ყიდის.
მეცოდებით
25 მაისი 2019 09:29
6
შენ უფრო ხარ საცოდავი, შენი საცოდავი კომენტარებით. ერთში ვრწმუნდებით ბარსას და ლეოს ბალელშიკები, რომ მესიმ მაგრად გაგაგიჟად ყველა ანტი მესები.
10
25 მაისი 2019 14:29
3
ხოდა ჩემო ლეონიდას მემგონი კიარადა კაი მაყუთი მოხსენით მაგ მემგონით და ბოდოშებით თან ზედიზედ ორჯერ და მოტომ არ გაუშვეს ვალვერდეც.აბა ესე რაღაცეებს მწვრთნელი აკეთებდეს ისიც ბარსაში და ტოვებდნენ უტოპია მგონია
თემური
25 მაისი 2019 00:42
13
თემურილიდა, გამოცანებით ლაყპობას შეეშვი, გამომიხვედი ლელა კაკულია არა?
10
25 მაისი 2019 09:40
0
საღოლ თემურ მეგონა მარტო მე ვფიქრობდი რომ, მალე უეფას საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარადგენდენ და ფეხბურთელებს კი მსახიობის.სასწაულზე სასწაული ქამბექები იჩითება ამ ბოლო ხანებში თან ვღადაობ იმაზე რომ ჩვენც მიგვაჩვიეს სპეკტაკლებზე ყურებას,აი ჩვენ კიდე ქართველებს სუსტი მსახიობები გვყავს))) სომხეთის მეორე ლიგაც კი იჩითება საზღვარგარეთ ტოტალიზატორში..
ჩორნა
25 მაისი 2019 05:37
8
საცოდავი მესი უკვე მისტიკებს აბრალებს წაგებას.. ვუი ვუიი... საღაამოობით მისტიკურ ფილმეს უყურებ ეტყობა ბევრს მესი. კრისტიანოოს ხოარ ბოდავ ძილში .. ხახა ხა
rembo
25 მაისი 2019 17:51
5
ყოველთვის ვერიდები თემას,მესი თუ რონალდო,მაგრამ ამ კომენტარების შემხედვარე იძულებული ვარ ჩემი მოკრძალებული აზრი დავაფიქსირო,მე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და ძალიან ვთხოვ აქ "კომენტატორ"ბიჭუნებს ნუ შემეკამათებიან,მე მათთან პოლემიკაში არ შევდივარ,მაშ ასე მესი თუ რონალდო:ძალიან ძნელია ამ ორი უდიდესი ფეხბურთელის შედარება,ორივე ფეხბურთის ჯადოქრები არიან,ორივენი დიდ სიხარულს გვანიჭებენ ფეხბურთის მოყვარულებს და ამისთვის ორივეს დიდი მადლობა, მაგრამ ბოლო ოთხი,ხუთი წლის განმავლობაში რონალდო უფრო შედეგიანია,როგორც კლუბში ისე ნაკრებში,ამიტომ გამომდინარე ამ შედეგებიდან ცოტა უკეთესი რონალდოა,ასევე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მესის,ის ფეხბურთის გენიოსია,მაგრამ მთავარი მაინც ტაბლოა,ანუ შედეგი,ხოლო ამ მხრივ კიდევ ვიმეორებ რონალდო ცოტა სჯობს ლეოს,ეს ჩემი აზრია და მე ასე ვფიქრობ,სხვებს სხვა აზრი აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ,მაგრამ მოდით ვიყოთ თავშეკავებულები და პატივე ვცეთ ერთმანეთს,მხოლოდ ასე იქცევიან ნამდვილი ცივილიზებული გულშემატკივრები.
roma
25 მაისი 2019 12:08
7
რომა! ოქროს ბუცში ჯობია კრისტინა?
10
25 მაისი 2019 13:49
4
რატომ დადის ხოლმე მესი ჩასვრილი ბავშვივით ისეთ თამაშებში სადაც წყდება ყოფნა არყოფნა,იგივე ეხება მტლიანად სიტის.... რატომ....ვიცი პასუხი არ მოგეწონებათ
kirkita
25 მაისი 2019 11:45
4
კირკიტოვნა ჯერ ესეთი ჩასვრილები, ბლომად შენსკენ მოიკითხე. მერე შენ ვინ გეკითხება ვინ სად მოიგებს და ასე შემდეგ.
?
25 მაისი 2019 13:59
6
ოჰო, ჭაობიდან რას ყაყანებენ ბაყაყები? რაც არ უნდა მყრალი ჭაობიდან იყაყანოთ მესიზე, თქვე მართლა საცოდავებო მესი ჩვენთვის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის იქნება ყველა დროის საუკეთესო! ნუ გაადაყევით ამ ერთ წაგებას. ფეხბურთია ხან ისე იქნება ხანაც პირიქით. თქვენმა "დიდებულმა" რონალდომაც წააგო პატარა ბიჭებთან მარა აყაყანდით ჭაობიდან????? არა მესის ჯინი გჭირთ, თქვე მართლა უსახურებო და საცოდავებო. ფეხბურთის გაგეგებაში არა ხართ და მოკეტეთ მაინც.
luka
25 მაისი 2019 10:47
6
მესი მართლა უნიკალური და ფენომენალური ფეხბურთელია და ვერავის ვხედავ მისი დონის ჯერჯერობით. უბრალოდ კომენტარი გამოუვიდა ცუდად რა მისტიკაზე საუბრობ ამხელა კაცი ვერ მივხდი სად მისტიკა და სად ფეხბურთი ეტყობა ფილმეს უყურებს ბევრს
step cure
25 მაისი 2019 18:31
3
რა არი გაუგებარი ძმაო, რაღაც სასწაული უბედურება მოხდა მისტიკაა აბა რა არის
რა ფილმები
25 მაისი 2019 23:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული