ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
შეურაცხყოფებისგან თავი შორს დაიკავეთ რონალდოს და მესის ფანებმა. რა დღეში ხართ! ერთმანეთს შეურაცხყოფთ ვიღაც ფეხბურთელების გამო გეგონება თქვენი მამები ან ბიძები იყვნენ.სირცხვილია უკვე! მესიმ კი არ ითამაშა, ვერ ითამაშა და რონალდოც გამოვარდა ჩ.ლ.დან ასე რომ ეს სეზონი ცუდი გამოდგა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის რადგან ლეგენდები ფინალში ვერ ითამაშებენ.მესისტები განსაკუთრებით ნუ აქტიურობთ სადაც არ არის საჭირო...
ლოლ
16:26 25-05-2019
2
მესის ვულოცავ ოქროს ბუცს...მაშინ ქამ ბექი იყო ეგრედწოდებული პსჟ 6-1 ბარსელონასი და ეხლა არ იყო ლივერპულის ან შარშან რომასი რატომ არ ხართ ობიექტურები...რატომ 6-1 არ იძახით გაყიდული იყოვო მითუმეტეს სუარესი ეპიზოდი პენალტი არ იყო ჩაყვინთა თავის საფირმო ნახტომით და კავანის დიმარიას 100% მომენტები....ნუ გინდათ თავი დაიმშვიდოთ ვერ ითამაშეს და წაგეს აბსოლიტურად დამსახურებულად რომასთანაც და ლივერპულთანაც გაყიდული არა კიდევ იქნებ მაკლიერის სახელიც იცით....
სიმართლე 100%
10:22 25-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული