"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისთან შეხლა-შემოხლა გაიხსენა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის არგენტინელს ეუხეშა.
"მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც გასახდელში გავდიოდით, ესპანურად ბევრს მელაპარაკებოდა.
«Burro» მიწოდა, რაც ვირს ნიშნავს. ვფიქრობ, ესპანეთში საერთო ტერმინია და უხეშ ფეხბურთელებს ასე მოიხსენიებენ.
ვკითხე, ხომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. არა მგონია, გაეგოს, რომ მივხვდი, რა მითხრა.
მესით აღფრთოვანებული ვარ. მას აქვს იმის უფლება, რაც უნდა, ის ილაპარაკოს", - ციტირებს მილნერს "დეილი მეილი".