პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰაკეტმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" კარში პენალტი ობიექტურად დაინიშნა.

"სისოკომ ხელების გაშლით სხეულის მოცულობა გაზარდა. ეს მიზანმიმართული მოქმედებაა, რათა საკუთარი სხეული სილუეტზე დიდი გახადოს.

ეს მოქმედება ბურთის ჩასაჭრელადაა მიმართული. შესაბამისად, ხელით თამაში და პენალტია.

მთელი სეზონის მანძილზე უეფას მსაჯები ამისათვის გუნდებს სჯიდნენ. მცველი, რომელიც ხელს სწევს, სხეულს ზრდის და თერთმეტმეტრიანი ინიშნება.

VAR-ის მსაჯები სკომინას გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ", - წერს ჰაკეტი ტვიტერზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იყო პენალტი და დაიდო,წესი წესია მეგობრებო დამეთანხმეთ.
რაც შეეხება ერთმა დადო-მეორემ არაო.ფეხბუთია ა მასეთი მომენტებიც ალამაზებს,მე ზოგადად VAR წინააღმდეგი ვარ.ერთადერთი ვემხრობი გოლის გატანისას,გადაკვეთა თუ არა ხაზი ბოლომდე-საჭიროა!!!
გულშემატკივარი
02 ივნისი 2019 22:45
0
ხალხო,ადამიანებო აქ სამართლიანობაზეა საუბარი და მორჩა,თუ საჯარიმოში ხელით თამაში პენალტით ისჯება,მაშინ ორაზროვნად რატომ მოქმედებენ მსაჯები,ერთ შემთხვევაში ნიშნავენ და მეორე შემთხვევაში არა, მაშინ ყველა შემთხვევაში დაიდოს პენალტი,როცა ხელით თამაში ფიქსირდება,ხელი მიბჯენილია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს,ხელი ხელია და მეორეც რატომ ეს სასჯელ მოხდილი კაცი დანიშნეს რეფერად თანაც ფინალში,მსაჯს რომელსაც აკრძალული ჰქონდა უმაღლესი დონის მატჩების მსაჯობა,წარმოგიდგენიათ,ეს ფაქტიც კითხვის ნიშნებს არ ბადებს? მე არც ტოტენჰემის გუშემატკივარი ვარ და არც ლივერპულის,მეტიც ცოტა ლივერპული მესიმპათიურება,იმიტომ,რომ ის ცოტათი უკეთესია ტოტენჰემზე,მაგრამ ვაფიქსირებ მომხრე ვარ სამართლიანობის,მე ვთლი,რომ პენალტი დაინიშნა უსამართლოდ და ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა,როგორც მატჩის ანგარიშზე,ასევე დიდი გავლენა იქონია მატჩის ხარისხზე,ამით ყველა ჭეშმარიტი ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი,პირველ რიგში,დავზარალდით.
roma
02 ივნისი 2019 17:16
5
შეეძლო გაეტარებინა მსაჯს და ამაზე არავინ არაფელს ეტყოდა,მაგრამ არ გატარა და ასეთ შემთხვევაში იდება თერთმეტმეტრიანი. ხელები გაშლილი ქონდა,თუ ხელით თამაშს არ აპირებდა მაშინ ხელებ გაშლილი რატო გაფრინდა ბურთზე. ან შეგნებულად გაკეთა ან კიდევ კლასი არ ეყო.
გოგა
02 ივნისი 2019 15:02
0
პასი ჩაიჭრა მკერდით, ხელზე შეეხო შემდეგ და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომენტე. თან პასი საჯარიმოს გარეთ კეთდებოდა - არც კარში დარტყმა, არც მომენტის გამწვავება. ვიდეო რეფერი ასეთი ტუპოი არ უნდა იყოს. მაგრამ ტოტენჰემი ვერ იწუწუნებს - ლორენტეს გოლი სიტის კარში ხელის დამსახურება იყო.
???
02 ივნისი 2019 14:11
2
იღლიის მიდამოში მოხვდა და გააჩერა ბურთის მოძრაობა (ანუ ერთი მხრიდან იყო ხელი) და მერე კიდევ ხელის (თუნდაც უნებური) მოძრაობით ბურთი ძირს დაახეთქა. 100 % პენალტი იყო! აქ ერთი წერს ნჰეკნზე მოხვდაო ))) რა ნეკნზე მოხვდა არა ისა კიდე? რეებს იგონებთ, ხელის მოძრაობით ლამის დაამიწა და ეგ რომ არ დაენიშნა დასაჭერი იქნებოდა მსაჯი!
bs
03 ივნისი 2019 12:13
0
საქმე რაშია იცით,სამართლიანობის მიხედვით პენალტი არ უნდა დანიშნულიყო,იმიტომ,რომ ბურთი არც კარში მიდიოდა და არც პასი კეთდებოდა საგოლე,უბრალოდ ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო,ამ ეპიზოდს არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო გოლის გამოწვევა,ეს ერთი,მეორეც მაშინ თუ ხელი საჯარიმოში პენალტია,მაშინ ყველა მომენტში დაინიშნოს ეს პენალტი,მაგრამ ინიშნება, არ ინიშნება,ამ საქციელით მსაჯმა ფინალი ,თამაში გააფუჭა,რომელსაც მილიარდობით ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ელოდება,ადამიანებს ზეიმი მოპარა ამ მსაჯმა,რომელიც ანალოგიური შეცდომებისთვის,თუ განგებ გაკეთებული მაქინაციების გამო რამდენიმე წელი მოკვეთილი იყო ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებიდან,მაგრამ რატომღაც მას მიანდეს ფინალის მსაჯობა,ჩნდება კითხვა,რატომ,როცა მრავალი პატიოსანი და მაღალი კვალიფიკაციის მსაჯი არსებობს,აი ეს არის საეჭვო,ვიმეორებ ამ პენალტმა იმოქმედა მატჩის ხარისხზეც და შედეგზეც,ისე ლივერპული ცოტათი მაინც უკეთესი გუნდია ტოტენხემზე,მაგრამ სამართალი,სამართალია.
roma
02 ივნისი 2019 13:48
0
ბურთი ხელზე არ მოხვედრია, მოხვდა ნეკნებზე, იღლიის ქვეშ! შემდეგ ასხლეტილი მოხვდა ხელზე! სხეულის მოცულობა არა ის ... არ გინდა კიდევ?!!! მე ტოტენჰემის ფანი არ ვარ! სულერთია ჩემთვის ლივერპული, ტოტენჰემი, არსენალი თუ ბრონმუთი... ვინ გაიმარჯვებს სულ მკიდია! "პროსტო" სამართლიანობა აღარ არსებობს!
aburjga
02 ივნისი 2019 12:22
5
თამაში კი გააფუჭა მაგით,უკეთესი სანახაობა იქნებოდა რომ არ დაენიშნა,მთელი წელი უცდი ამ დღეს და უყურებ გამნოს...
ზას.
02 ივნისი 2019 11:42
0

სიახლეები პოპულარული