პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰაკეტმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" კარში პენალტი ობიექტურად დაინიშნა.

"სისოკომ ხელების გაშლით სხეულის მოცულობა გაზარდა. ეს მიზანმიმართული მოქმედებაა, რათა საკუთარი სხეული სილუეტზე დიდი გახადოს.

ეს მოქმედება ბურთის ჩასაჭრელადაა მიმართული. შესაბამისად, ხელით თამაში და პენალტია.

მთელი სეზონის მანძილზე უეფას მსაჯები ამისათვის გუნდებს სჯიდნენ. მცველი, რომელიც ხელს სწევს, სხეულს ზრდის და თერთმეტმეტრიანი ინიშნება.

VAR-ის მსაჯები სკომინას გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ", - წერს ჰაკეტი ტვიტერზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თამაში კი გააფუჭა მაგით,უკეთესი სანახაობა იქნებოდა რომ არ დაენიშნა,მთელი წელი უცდი ამ დღეს და უყურებ გამნოს...
ზას.
11:42 02-06-2019
0
ბურთი ხელზე არ მოხვედრია, მოხვდა ნეკნებზე, იღლიის ქვეშ! შემდეგ ასხლეტილი მოხვდა ხელზე! სხეულის მოცულობა არა ის ... არ გინდა კიდევ?!!! მე ტოტენჰემის ფანი არ ვარ! სულერთია ჩემთვის ლივერპული, ტოტენჰემი, არსენალი თუ ბრონმუთი... ვინ გაიმარჯვებს სულ მკიდია! "პროსტო" სამართლიანობა აღარ არსებობს!
aburjga
12:22 02-06-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული