საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს დაუჭირა მხარი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების წინააღმდეგ გამოდის.
"მე სრულიად ვუჭერ ლე გრეს მხარს უეფას მიერ შემოთავაზებული რეფორმების პროტესტში. ჩვენ ჩვენი კლუბები და მოდელი უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბის ფინანსური მოგების გამო ჩვენი ფეხბურთი არ უნდა ვაზარალოთ.
ხშირად იტყობინებიან, რომ უკანასკნელ წლებში ფეხბურთში დიდი ფულია, განსაკუთრებით, მამაკაცთა ფეხბურთში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბევრი კლუბი დავიცავით დ ვიცით, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი.
ეს რეფორმა უარესობისკენაა მიმართული. ყველა კლუბის პრეზიდენტები მინდა
დავარწმუნო, რომლებიც როგორც ვიცი, შეშფოთებულნი არიან, რომ ამას განვიცდი და ამას აუცილებლად ვეტყვი ფიფასა და უეფას პრეზიდენტებს", - ციტირებს მაკრონს European Leagues-ი.
ეს რეფორმა უარესობისკენაა მიმართული. ყველა კლუბის პრეზიდენტები მინდა