მაკრონისგან განსხვავებით, მუნდიალის ფინალს არგენტინის პრეზიდენტი არ დაესწრება

AutoSharing Option
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ შეხევდრას არ დაესწრება.

როგორც მან აღნიშნა, ის შეხვედრას სახლში უყურებს და როგორც ადრე, ამ ფანტასტიურ მომენტს საკუთარ ხალხთან ერთად გაიზიარებს.

ფერნანდესმა აღნიშნა, რომ მოედანზე საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელები, ხოლო ტრიბუნაზე დიდებული ფანები იქნებიან.

მისგან განსხვავებით, დღევანდელ მატჩს დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება არგენტინასა და საფრანგეთს შორის თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული