დიეგო სიმეონე: "იუვენტუსს" ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მიღწეული ფრით (2:2) "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე ფრიად კმაყოფილი იყო.

"პირველ ტაიმში რაღაც არ გამოგვივიდა, მოწინააღმდეგემ კი შესვენების შემდეგ მოუმატა. მომეწონა, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ.

სულ ვცდილობდით მეტოქისთვის პრობლემის შექმნას. ხიმენესი, ვიტოლო და კორეა მიზანთან ახლოს იყვნენ. ასე რომ, ეს სრულიად დამსახურებული ქულაა.

ფრეს არც კარგ და არც ცუდ შედეგად არ ვთვლი. "იუვენტუსი" ძლიერია, მისი ფეხბურთელები გამოცდილები არიან. მათი გუნდის საშუალო ასაკი 29 წელია, ჩვენი კი - 24 წელი.

გამოცდილება ასეთ დონეზე გეხმარება. სწორედ ეს გაგვიწევს
მომავალში სამსახურს. მნიშვნელოვანია, ინტენსიურობას არ მოვუკლოთ და თავდაჯერებულნი ვიყოთ.

სარის თავისი სტილის დასანერგად დრო დასჭირდება. "იუვე" მუდამ სახიფათოა, ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.

ისინი თავს არასოდეს კარგავენ და ამ ფეხბურთელებით ტურნირზე ბოლომდე შეუძლიათ გავიდნენ. ვნახოთ, რა გამოუვათ", - განუცხადა სიმეონემ უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რო გაეტანა რონალდოს იტყოდა სამი ქონდა სამი გაიტანაო.
ლევანი
07:43 19-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული