"ლივერპულის" ტრიბუნაზე დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი გამოფინეს [PHOTO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში, ბელგიაში "გენკსა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრის დაწყებამდე ინგლისელების ტრიბუნაზე მათი ბელგიელი ფორვარდის, დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი გამოფინეს, გადიდებული გენიტალიებითა და ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში.

Sportall.Ge

"ლივერპული" აღნიშნული ბანერის გამოფენას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ამ ქმედებას რასისტული შეფასება მისცეს და  აღნიშნეს, რომ "გენკთან" ერთად მუშაობენ იმ პიროვნების საპოვნელად, ვინც ეს გააკეთა.

შეხვედრა კი "ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1. დივოკ ორიჯი მოედანზე მე-80 წუთზე შემოვიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვეღარ მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი რა თავი უნდა გამოეჩინა?!))))
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული