ლივერპულის პოლიციამ მოძებნა ფანები, რომლებმაც დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი გამოფინეს.
"ლივერპულის" თავდამსხმელ დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი "გენკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ერთ-ერთ ტრიბუნაზე გამოფინეს.
ბანერზე გამოსახული იყო ორიჯი დაგრძელებული სასქესო ორგანოთი და ჩემპიონთა ლიგის თასით.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. ფანები შეურაცხყოფასა და რასიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
"ლივერპულმა" მომხდარი ფაქტი დაგმო.