
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში, ბელგიაში "გენკსა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრის დაწყებამდე ინგლისელების ტრიბუნაზე მათი ბელგიელი ფორვარდის, დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი გამოფინეს, გადიდებული გენიტალიებითა და ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში.
!["ლივერპულის" ტრიბუნაზე დივოკ ორიგის შიშველი ბანერი გამოფინეს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e266ba8f62020a50b54a14d8caa5feff.jpg)
"ლივერპული" აღნიშნული ბანერის გამოფენას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ამ ქმედებას რასისტული შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ "გენკთან" ერთად მუშაობენ იმ პიროვნების საპოვნელად, ვინც ეს გააკეთა.
შეხვედრა კი "ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1. დივოკ ორიჯი მოედანზე მე-80 წუთზე შემოვიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვეღარ მოასწრო.