27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, "ლივერპული" "ნაპოლის" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ჩვეულად იოხუნჯა:
"ჩავიდოდი თუ არა ფსონს "ლივერპულის" 3:0-ზე მოგებაზე? ჩვენ, გერმანელები, ფსონს არ ჩავდივართ. ასე უბრალოდ ფულს სხვებს არ ვაძლევთ".
4 ტურის შემდეგ "ლივერპული" 9 ქულით E ჯგუფის ლიდერია და მას "ნაპოლი" 1 ქულით ჩამორჩება.