"ვალენსიამ" ბარახას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან გუნდი 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, კონტრაქტი კი 2026 წლის ზფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. სახელდება "ღამურების" მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურები, რომელთა შორის პრიორიტეტული კიკე სანჩეს ფლორესია. El Chiringuito-ს ცნობით, "ვალენსიას" მასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. ის ამ გუნდს 2005-2007 წლებში ედგა სათავეში.
"ვალენსია", რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ცხრამეტი ტურის შემდეგ ლა ლიგაში 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე
ადგილზეა და 4 იანვარს „რეალს“ უმასპინძლებს.