ლუსიენ ფავრი: როგორ უნდა შეაჩერო მესი? - წესების დარღვევით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ნამატჩევს (1:3) "დორტმუნდის" მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მან ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშა და უბრალოდ განუმეორებელი იყო. ლიონელი ძალიან კარგად ელოდება ბურთს და ზონებს შორის იჭრება. როდესაც ბურთს იღებს, თავდაცვა ძნელია.

მის შესაჩერებლად წესების დარღვევა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდება. სწრაფად მოძრაობს, კარგი დრიბლინგი აქვს და მისი ბოლო პასი ძალიან სახიფათოა", - ციტირებს ფავრს Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეოს შეჩერებას ვერც წესების დარღვევა უშველის და ვერც არ დარღვევა.
10
29 ნოემბერი 2019 16:13
0
აა, გააპრავე წესების დარღვევა არა??
Yasabi1.
28 ნოემბერი 2019 20:07
0

სიახლეები პოპულარული