ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "შახტარი" სახლში დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა - ხოჭოლავა სათადარიგო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
11დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური C ჯგუფში ჩატარდა.

ამ ჯგუფიდან "მანჩესტერ სიტი" უკვე გასული იყო. ზაგრებში "დინამოსთან" თავიდან კი აგებდა, მაგრამ შემდეგ გაბრიელ ჟეზუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამან "შახტარს" საქმე თითქოს გაუიოლა - მერვედფინალში გასაღწევად საკუთარ მოედანზე არ უნდა დამარცხებულიყო "ატალანტასთან", თუმცა მოახერხა, განადგურდა და ჯგუფში ჩარჩა.

"ატალანტა" მეორე ადგილით პლეი-ოფში გავიდა. "შახტარი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება, "დინამო" კი მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

"ატალანტა" ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც სამი სასტარტო მატჩი წააგო და მერვედფინალში გავიდა.

"მეშახტეთა" მცველი
დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

22 წლის გაბრიელ ჟეზუსმა კარიერაში მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

"სიტიმ", პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ყველა ტურნირზე 199 მატჩში მე-500 და 501-ე გოლები გაიტანა.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 1:0 ოლმო (10), 1:1 გაბრიელ ჟეზუსი (34), 1:2 გაბრიელ ჟეზუსი (50), 1:3 გაბრიელ ჟეზუსი (54), 1:4 ფოდენი (84)


ხარკოვი. მეტალისტი
შახტარი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 კასტანი (66), პაშალიჩი (80), 0:3 გოსენსი (90+4)
გაძევება: დოდო (77, შახტარი)


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი, რომ სათადარიგო იყო!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული