ზინედინ ზიდანი: ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ხოსეპ გვარდიოლასაც შეეხო.

"განსაკუთრებული მომენტი იქნება მის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა. როგორც ფეხბურთელს, გვარდილას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა მწვრთნელობისას ეს პირველი შეხვედრა იქნება.

მე ხოსეპს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მოთამაშეს, ისე მწვრთნელს. მიმაჩნია, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.

მან საკუთარი კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და ერთი სული მაქვს, როდის შედება ჩვენი შეხვედრა და დუელი,"- განაცხადა ზიზუმ.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ვენგერი, ფერგიუსონი, გვარდიოლა, ოტმარ ჰიცფელდი, ანჩელოტი,
P.S. ამათთან მოსატანი არაა, მაგრამ ხავიერ ირურეტას უვარსკვლავებო დეპორტივო ამ გრანდებს უშვრებოდაააა...
ქომაგი
21:33 14-02-2020
0
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენზიის მქონე ადამიანი, არამარტო უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონი, არამედ მის მოპოვებაში განსაკუთრებული წვლილი უნდა მიუძღოდეს.
შალვა 73
21:44 07-01-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული