ზინედინ ზიდანი: ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ხოსეპ გვარდიოლასაც შეეხო.

"განსაკუთრებული მომენტი იქნება მის წინააღმდეგ გუნდის გაყვანა. როგორც ფეხბურთელს, გვარდილას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა მწვრთნელობისას ეს პირველი შეხვედრა იქნება.

მე ხოსეპს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მოთამაშეს, ისე მწვრთნელს. მიმაჩნია, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.

მან საკუთარი კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და ერთი სული მაქვს, როდის შედება ჩვენი შეხვედრა და დუელი,"- განაცხადა ზიზუმ.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ვენგერი, ფერგიუსონი, გვარდიოლა, ოტმარ ჰიცფელდი, ანჩელოტი,
P.S. ამათთან მოსატანი არაა, მაგრამ ხავიერ ირურეტას უვარსკვლავებო დეპორტივო ამ გრანდებს უშვრებოდაააა...
ქომაგი
14 თებერვალი 2020 21:33
0
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენზიის მქონე ადამიანი, არამარტო უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონი, არამედ მის მოპოვებაში განსაკუთრებული წვლილი უნდა მიუძღოდეს.
შალვა 73
07 იანვარი 2020 21:44
6
გვარდიოლაზე საუბრისას კრუიფს თუ გაიხსენებთ კარგი იქნება გვარდიოლას სტილი ზუსტად რომ კრუიფის დამსახურებაა ბარსელონას წარმატებაც მისი მემკვიდრეობა არის
T
26 დეკემბერი 2019 15:19
4
მეც ვფიქრობ რომ დღეს გვარდიოლა არის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში.მან თავისი სტილი შექმნა.ძალიან კარგია კლოპი,ზიდანი,ალეგრი.აი მაურინიოს რაც შეეხება ის არის ანტიფეხბურთის მქადაგებელი და მისი ადგილი ამ ადამიანებს შორის არ არის.
რუსლანი
23 დეკემბერი 2019 12:55
3
ამ საკითხს სულ არ ეხება, მაგრამ:ეტყობა კოლინამ ასწავლა ორივეს თმის მოვლის მაგარი საშუალებები
გუგა
23 დეკემბერი 2019 10:58
1
მოურინიო არის მძორი.
killer.x
22 დეკემბერი 2019 19:05
5
ეგ თუ საუკეთესოა, აბა კლოპი ვინაა? ან მაურინიო? ჯერ მოაგებინოს პორტუს დონის გუნდს ლიგა და მერე ვილაპარაკოთ..
რა გაუგორაა...
22 დეკემბერი 2019 15:28
30
შენებური ლოგიკით ოტო რეჰაგელი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ყოფილა,საბერძნეთის „ერთკაციანი“(ხარისტეასი)ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი,და სავარაუდოდ შენი ლოგიკით კრისტიან კარამბე უფრო მაგარი ფეხბურთელია ვიდრე მესი,იმიტომ რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია და მესი არა.
:-)
05 იანვარი 2020 23:19
1
რა კლოპი )) ძალიან შორსაა კლოპი საუკეთესოობისგან ამ ეტაპზე
mindia
22 დეკემბერი 2019 16:17
12

სიახლეები პოპულარული