ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ "მანჩესტერ სიტი" და პსჟ უეფას ფინანსურ ფეირ-პლეის არღვევდნენ. აქედან გამომდინარე, "ქალაქელთა" ევროტურნირებიდან 2 სეზონით მოკვეთამ ძალიან გაახარა.
"უეფამ როგორც იქნა, გადამწყვეტ ზომებს მიმართა. ფინანსური ფეირ-პლეის წესების დაცვა ფეხბურთის მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბოლოს და ბოლოს კონკრეტული მოქმედების კარგი მაგალითი მივიღეთ", - განაცხადა ტებასმა.
"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთეს
"მანჩესტერ სიტის" ნაცლად ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი იასპარეზებს?