საულ ნიგესი: ყველას უნდა, რომ "ატლეტიკო" გავარდეს, მაგრამ...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებს გვჯეროდა ჩვენი თავის და ვაგრძელებდით მუშაობას. ყველას უნდა, რომ ჩვენ გავვარდეთ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გზას ვაგრძელებთ. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რადგან შეთამაშებულები ვართ და ერთმანეთის გვესმის. მოწინააღმდეგეს იმდენად სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს, რომ მათთვის სივრცეები ყველაფრის ფასად უნდა შეგვეზღუდა." - ციტირებს საულს Marca.

შეგახსენებთ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპული" 1:0 დაამარცხეს.

საპასუხო შეხვედრა ინგლისში 11 მარტს გაიმართება.

ინგლისური გუნდისთვის ეს პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიმეონეს დრო წასულია. ასეთი ფეხბურთის ყურების დედაც. ...ფუიიიიი.
ჯონი
21:56 19-02-2020
2
ყოჩაღ ატლეტიკოს. ფეხბურთი თუ გესმჯთ მიხვდებით რო ატლეტიკო არ არის ავტობუსა გუნდი, ინიციატივას რო თმობს როცა საჭიროა ეს არ ნიშნავს რო დაცვაში ზის სულ.. მომენტები ლივერპულზე მეტი შექმნა აშკარად და ბევრად გააზრებულად უტევდა..

ამიტო პრემიერლიგის ცალი ფეხით მომგები გუნდი რო ლალიგის მე5 ადგილოსანს კარშიც ვერ ურტყამს ამას გამართლება არ აქვს )))))
Gio Giorgi
16:36 19-02-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული