"ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი გაარჩია.
"ასეთ შეხვედრას ველოდით. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. კონტრშეტევებზე კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა.
ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. თავდამსხმელები მცველებს რომ არ დახმარებოდნენ, ვერ მოვიგებდით. ყველამ კარგად იმუშავა. მძიმე, რთული მატჩი იყო შესანიშნავ მოწინააღმდეგესთან.
ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. თავდამსხმელები მცველებს რომ არ დახმარებოდნენ, ვერ მოვიგებდით. ყველამ კარგად იმუშავა. მძიმე, რთული მატჩი იყო შესანიშნავ მოწინააღმდეგესთან.
"ლივერპული" კარგად თამაშობდა, ბურთის ართმევა ეხერხებათ, სწრაფები არიან და გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ. გამარჯვება სტადიონთან მიახლოებისას დავიწყეთ. არაჩვეულებრივი ატმოსფერო გახლდათ. რაც 8 წელია აქ ვმუშაობ, ასეთი რამ არ მინახავს.
მეტოქე სახლში შესანიშნავი მატჩების
ჩატარებასაა მიჩვეული", - ციტირებს სიმეონეს "მარკა".