დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის თავდამსხმელი, ნორვეგიელი ერლინ ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ ეტაპზე "ბორუსიამ" პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დუბლის ავტორი სწორედ ჰოლანი იყო. პარიზელების მხრიდან კი ბრაზილიელი ნეიმარი გამოირჩა.
ჰოლანის გარდა, ჯილდოზე ნომინირებულნი იყვნენ: "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მეკარე უგო ლორისი, "ატალანტას" მცველი ჰანს ჰატებური და "ატლეტიკოს" მცველი რენან ლოდი.
ჰოლანი პსჟ-სთან დუბლის შემდეგ: ბევრად უკეთ შემიძლია თამაში
აჯობებს მბაპეს ჰოლანი? დორტმუნდი დიდი მატჩის მოლოდინშია
ერლინ ჰოლანი: ყოველთვის ვოცნებობობდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი