ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ბარსას" სასურველი ფრე ნეაპოლში - "ბაიერნი" თითქმის გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა - "ბარსელონამ" განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტულ ფრეს მიაღწია, ხოლო "ბაიერნმა" პრაქტიკულად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური.

1:1 "ბარსელონას" სასარგებლოდ



პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მასპინძელთაგან კარში ორჯერ მერტენსმა დაარტყა და ანგარიშიც გახსნა. "ნაპოლი" თავს უნარიანად იცავდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების შემდეგ კი გრიზმანმა, რომელიც იქამდე ჩრდილში იმყოფებოდა, საპასუხო გოლი გაიტანა და კატალონიურმა გუნდმა თავისი არცთუ საუკეთესო თამაშით ფრეს მიაღწია - ბურთი კარის ჩარჩოში ერთადერთხელ
დაარტყეს და ისიც გაიტანეს.

მერტენსმა "ნაპოლიში" 121-ე გოლი გაიტანა და ჰამშიკს დაეწია, რომელიც აქამდე გუნდის ისტორიაში ბომბარდირი იყო.

მესიმ ტურნირზე 141-ე შეხვედრა ჩაატარა, გიგზს დაეწია და კასილიასის რეკორდამდე 26 მატჩი უკლია.

ბუსკეტსმა მიმდინარე ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ისევე როგორც გაძევებული ვიდალი, განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 44 388 მაყურებელი
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)
გაძევება: ვიდალი (89)


"ბაიერნმა" "ჩელსის" ლონდონშივე მოუთავა საქმე



შესვენებამდე სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება მასპინძლებს, თამაშს კონტრშეტევებზე აგებდნენ.

შესვენების შემდეგ "რეკორდმაისეტრმა" უპირატესობა გოლებში გარდასახა: გნაბრიმ ლევანდოვსკის პასებით დუბლი შეასრულა, ხოლო შემდეგ თავად პოლონელმა თავდამსხმელმაც დალაშქრა კაბალეროს კარი.

ლევანდოვსკიმ მიმდინარე ტურნირზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გოლი+პასის სისტემით ლიდერია. ამას გარდა, მან ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში 9 გოლი გაიტანა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

ჟირუ ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში ორი წლის შემდეგ პირველად დააყენეს, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 36 761 მაყურებელი
ჩელსი - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 გნაბრი (54), 0:2 გნაბრი (54), 0:3 ლევანდოვსკი (76)
გაძევება: მარკოს ალონსო (84)

ამ გუნდების განმეორებითი მატჩები 19 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მესის ხსენებაზე ეგ პირები გამოირეცხეთ.
თავებ დარტყმულ და მირტყმულ, დებილ პედიკ ფანებს. .
26 თებერვალი 2020 11:26
2
დასუსტებულ ჩელსის და ტოტენჰემს მოუგო ბაიერნმა? პსჟ ჯერ დორტმუნდს შეჭამს და მერე დესერტად ბაიერნს მიაყოლებს. პსჟ-ს ვერავინ გააჩრებს. მთელი გერმანია გადახნული ყავს.
პსჟ ფორევა
26 თებერვალი 2020 11:26
10
პსჟ :)))))))))) მაგის გადახნული არ გაიშვა
: )))))))
26 თებერვალი 2020 13:52
0
მესი რომ მხოლოდ ხიხონს და ალკოიანოს რომ უტანს გოლებს კიდევ ერთხელ დამტკიცდა,ჩემპიონთა ლიგაზე მესის ვინ გაატანიებს გოლებს,მსგავსი შედეგებიც აქვს სანაკრებო დონეზეც,უკვე არავის არ უნდა მისი ცოლიც,აქ კი აეფარება ტკივილს ქომაგი და იზიარებს,
barsa
26 თებერვალი 2020 09:11
19
ვერ გაიტანა მარა ნახე რა მონდომებით დარბოდა? არა ჩვენი ირბენს ესე, მეტი დარდი არა აქვს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 თებერვალი 2020 07:16
3
მარტო გიორგი ჭანტურიას მაგალითი რომ მოვიყვანოთ ცოტა ძნელია ქართველი ფეხბურტელის დაფასებაზე ისაუბრო როგორც საფეხბურთო შეფასების კუთხით, ყველანაირი პირობა არსებობდა როგორც მინიმუმ ვილიარეალში ან სევილიაში მაინც ეთამაშა, თორემ პოროვნულად გიორგი ჭანტურიადან დაწყებული ყველას სულ მწვანეზე ევლოთ
ანესთეზეოლოგი ს
26 თებერვალი 2020 13:18
0
არასწორი ნათქვამია საკუთარ სპორცმენზე ძმობილო. ჩვენებიც არანაკლებ დარბიან და არც მონდომება დაეწუნებათ. რარაც რომ არ გამოსდით ეგ უკვე ცალკე თემაა. ვისწავლოთ ჩვენების დაფასება...
ანესთეზეოლოგი
26 თებერვალი 2020 10:08
0
არ არის მყარი არგუმენტი ვერაფერს აკეთებს და დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ერთი და ორი გოლი ნებისმიერ ფეხბურთელს გააქვს გადამწყვეტ მომენტში ვერ აკეთებს ეს კიდევ დამტკიცდება ცოტა დაელოდე
ასე
26 თებერვალი 2020 03:18
11
ბარსას ლივერპულისგან გამოსაღები რომ აქ იმას რა ეშველებს,რომელი მნიშვნელოვანი თამაში მოიგო სანაკრებო ან საკლუბო დონეზე კეკლუცუნა მესიმ,კოპა ამერიკაზე ატკინეს,ჩემპიონთა ლიგაზე დღესაც უკან იხედება მესი და ბარსა,კომპოსტელა და ხიხონი ყავს გამოჭერილი
levani-s
26 თებერვალი 2020 10:12
6
გადამწყვეტ მომენტში ვერ აკეთებს? გაიხსენე შარშან ლივერპულთან პირველი მატჩი ვინ მოიგო პირადად და მეორეში თუ ჩაისვარეს, სულ მესის გარეშე უნდა მიეყვანა გუნდს საქმე ბოლომდე როგორღაც, მაგრამ ბარსელონაშიც ლივერპული უკეთესი იყო - მესის ფაქტორი , რომ არა. კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო ბაიერნთან 3-0, მაშინაც მესიმ გადაწყვიტა თამაშის ბედი. არგუმენტები გაკლდა??
levani
26 თებერვალი 2020 07:30
1
მესიმ გოლი ან გოლები ვერ გაიტანა, ანუ აზრზე არ არის და მეექვსე ოქროს ბურთი შეტენეს. ეს არის ზოგიერთის ლოგიკა. და ესეთ ადამიანს ან ადამიანებს რა ან რაზე უნდა ელეპარაკო? დაიკიდეთ რა!
barsa
26 თებერვალი 2020 03:10
2
ასეა თუ ისე - ს , შენ ფეხბურთისგან ისე შორს ხარ, როგორც მე ახალი ზელანდიისგან.მესიზე რომ მაგას იტყვი, რაზე უნდა გელაპარაკოს კაცმა საერთოდ.შარშანდელი ბარსა-ლივერპული არ გინახავს ალბათ ბარსელონაში,იქ რა გოლიც გაუტანა მესიმ ლივერპულს
მარტო ის უღირდა მთელი ტურნირის გოლებს ერთად აღებულს. მართალია იმ დაპირისპირებაში ბარსამ წააგო მაგრამ ეს ცალკე თემაა.
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2020 02:43
2
მაგ ლივერპულმა იყო ტომ ღრმად ატკინა ბარსას და პირველ რიგში კეკლუცუნა მესის,ჯერ კიდევ ეძებენ რატომ სტკივათ ასე
გულშემატკივარს
26 თებერვალი 2020 09:14
11
ეს არის თქვენი მესი ბოლო ექვსი წელიწადია ხეტაფეს და ლეგანესს უტანს გოლებს ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს აკეთებს
ასე
26 თებერვალი 2020 02:13
25
თამაშს უყურე?
არტ
26 თებერვალი 2020 02:51
2
მაგ მესის უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, რომ სრული უფლება აქვს, დარჩენილი კარიერის მანძილზე მარტო ლევანტეს და ხეტაფეს გაუტანოს
: )))))))
26 თებერვალი 2020 02:34
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული