ლევანდოვსკი მუხლის ტრავმის გამო ერთი თვე იუქმებს

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ გასვლით მატჩში (3:0) მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენური კლუბი ავრცელებს.

10 დღის განმავლობაში ლევანდოვსკის ფეხი თაბაშირში ექნება, რის შემდეგაც აღდგენით პროცედურებს დაიწყებს.

პოლონელმა თავდამსხმელმა "ჩელსისთან" შეხვედრაში გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და 11 გოლით ტურნირის ბომბარდირია.

ის 18 მარტს "არისტოკრატებთან" საპასუხო დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული