"ატალანტას" მწვრთნელი: უბედნიერესები ვართ

AutoSharing Option
"ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა "ვალენსიას" 4:3 სძლია, თავის ემოციებს არ მალავდა:

"ვალენსიის" წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდროს იქნება. დღეს ჩვენ მაღალი დონე ვაჩვენეთ. გვინდოდა, გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოგვეპოვებინა და დაგვემტკიცებინა, რომ პირველ მატჩში შემთხვევით არ მოგვიგია.

ზედიზედ 5 მატჩში მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გვეხმარება ტემპისა და პროგრესის ზრდაში. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ და ამ შედეგით ვამაყობთ," - ციტირებს გასპერინის უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ატალანტამ"
"ვალენსიას" 4:3 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, "მესტალიაზე" 4:1 იმარჯვა. პოკერით ილიჩი გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა 20 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
"პირველ მატჩში "ატალანტამ" "ვალენსიას" 4:3 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში "მესტალიაზე" 4:1 იმარჯვა"- არ არის სწორი;
პირველ მატჩში "ატალანტამ" "ვალენსიას" 4:1 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში "მესტალიაზე" 4:3 იმარჯვა - სწორია.
კოტე
11 მარტი 2020 17:27
0
საინტერესოა, ეხლა გამოჩნდება ატალანტას რა შეუძლია, ასევე ლაიფციგს, ამით არი საინტერესო ფეხბურთი ,განსაკუთრებით ჩ.ლიგა!!!
ზაზა
11 მარტი 2020 12:01
0
ჯერ ეწერა ატლანტის ეხლა დაწერეს ატალანტის. ცნობისთვის ატალანტა ჰქვია მაგ გუნდს და ქართულ მართლწერაში იწერება და გამოითქმის ატალანტას მწვრთნელი. ბოლო წინადადება გაასწორეთ. რა გვეშველება?
ლაშა
11 მარტი 2020 11:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული