ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანებამ (უეფა) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალური მატჩების თარიღები შეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 17 მარტს გამართული პრესკონფერენციისას იქნება მიღებული.
გამოცემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 30 მაისის ნაცვლად, 27 ივნისს გაიმართება, ხოლო ევროპა ლიგის ფინალი, 27 მაისის ნაცვლად, 24 ივნისს ჩატარდება.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს თურქეთის "ევროპული დედაქალაქი" სტამბული უმასპინძლებს, "ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე". ხოლო ევროპა ლიგის ფინალი პოლონეთში, ქალაქ გდანსკში მდებარე "ენერგა გდანსკზე" გაიმართება.
ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!
დიდი კონფერენციის წინ უეფას პოზიცია ცნობილია - ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს
პ.ს. მერე გიკვირთ ბავშვებს ტექსტის გაანალიზება რატომ უჭირთო. ამხელა ხალხი ხართ და ზოგმა სავაჭრო დედაქალაქიო და ზოგმაც თურქოლოგი ვარ და არ გამიგიაო. წაიკითხეთ ტექსტები გარკვევით და დაკვირვებით და იმედია მიხვდებით რაზეა საუბარი.