ამსტერდამის "აიაქსმა" მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტან სერხიო რამოსს დასცინა, თუმცა ესპანელმა ნიდერლანდელებს ძალიან მტკივნეულად უპასუხა.
ნიდერლანდურმა კლუბმა "ტვიტერზე" ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო "აიაქსის" ნახევარმცველი დუშან ტადიჩი, რომელიც "რეალის" კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა და იმავე პოზაში მყოფი რამოსი, რომელიც იმ დროს ლოჟაში იჯდა.
რამოსმა ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის 1/8-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო შეხვედრა გამოტოვა.
თუმცა "ტვიტერზე" პასუხი არ გასჭირვებია, ჩემპიონთა ლიგის 4 თასთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა და "აიაქსი" მონიშნა.