ნეიმარი ჰოლანის დატროლვას წინასწარ გეგმავდა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდს, ბრაზილიელ ნეიმარს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ჰოლანის გოლის აღნიშვნის მანერა არ დაავიწყდა და "შურისძიება" წინასწარ დაგეგმა.

საპასუხო მატჩში, როცა გოლი ნეიმარმა გაიტანა, სკანდინავიელის სტილში იზეიმა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ მთელ გუნდს დააძალა, იმავე მანერით ეზეიმათ შემდეგ ეტაპზე გასვლა.

მარკინიოსი ჰყვება, რომ ბრაზილიელმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა: "მას ასეთები ძალიან მოსწონს. ნეიმარი მხოლოდ ფეხბურთელი არ არის. მას არ ეშინია და პროვოკაციებს ყოველთვის პასუხობს. გოლის აღნიშვნის შემდეგ ვკითხე, დაასრულა თუ არა ამით, თუმცა საწინააღმდეგო პასუხი მივიღე. ვთხოვე, მატჩის ბოლომდე არაფერი
მოემოქმედებინა, მან კი მთხოვა, რომ დამევიწყებინა ეს ამბავი და ყურადღებით მეთამაშა", - ჰყვება მარკინიოსი ბრაზილიელ "იუთუბ ბლოგერთან", Desimpedidos-თან საუბარში.

შეგახსენებთ, პსჟ-მა საკუთარ კედლებში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე დორტმუნდის "ბორუსია" 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
aba ra egona holania tu sasha kola
!!!!!!!
11:34 13-04-2020
18

სიახლეები პოპულარული