კოლო მუანის ზამთარში გაყიდვა გადაწყდა - დარჩენა ლიგა 1-ში თუ პარიზიდან კარიერის მანჩესტერში გაგრძელება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის 26 წლის ფორვარდ რანდალ კოლო მუანის გაყიდის.

პარიზელთა მოქმედი მწვრთნელი ლუის ენრიკე ფრანგ თავდამსხმელს პრაქტიკულად არ ათამაშებს და მისი იმედი აღარ აქვს. ფეხბურთელის გადაბირების სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მონაკო" გამოთქვამენ.

კოლო მუანის პსჟ-ისთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt მას 30 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში კოლო მუანიმ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენრიკე! კვარა, კვარაააა !!!!
მალხაზ ჯობავა
10:51 22-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული