Cadena Ser-ის ცნობით, ევროპის კლუბების ასოციაციამ (ECA) და უეფამ მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გამოცემის მტკიცებით, ყველა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება. პირველად ბუნდესლიგა განახლდება - გერმანელები ამას მაისში აპირებენ, დანარჩენი ქვეყნები კი - ივნისის დასაწისში. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის აგვისტოში დაგეგმილი შეხვედრებიც მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამასთან, ევროტურნირების მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანი იქნება და გუნდები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე შეხვდებიან. თუმცა, არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია და შესაძლებელი იქნება თუ არა სეზონის განახლება.
ახალი სეზონის დაწყება სამკვირიანი
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ევროპაში, ბელარუსის გარდა, ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია.