უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს ახალი წესით დაადგენს?

AutoSharing Option
ევრიკა

უეფამ ყველა ქვეყანას ჩემპიონატების განახლებისაკენ მოუწოდა და ეს დაჟინებული რეკომენდაცია, ფაქტობრივად, დირექტივის ტოლფასია, მაგრამ ყველა როდი დაემორჩილება. მაგალითად, ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო მასობრივი სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალეს.

"რეპუბლიკის" და as-ის ცნობით, თუ ზოგიერთ ქვეყანაში ტურნირები ვერ განახლდა, უეფამ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები ახალი წესით დაადგინოს. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას არა ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც ამჟამად თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატების სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე არიან, არამედ ისინი, რომლებსაც უეფას რეიტინგში უფრო მაღალი ადგილი უკავიათ.

რეიტინგის მიხედვით, ინგლისში პირველ ოთხეულში "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული",
მანჩესტერი" და "არსენალია" და ამ "ლოგიკით" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, თუმცა ამჟამად "მანჩესტერი" პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო "არსენალი" - მეცხრეზე. ეს მხოლოდ ინგლისში და წარმოიდგინეთ, რამდენი სხვა ქვეყნების წარმომადგენელი დარჩება უკმაყოფილო და ყოველივე ეს რამხელა პროტესტს გამოიწვევს. თან, მთელ არსებულ სისტემას დაანგრევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული