"იუვენტუსისა" და "ლიონის" მატჩის თარიღი ცნობილია - გააღწევს "ბიანკონერი" 1/4 ფინალში?

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი ამბობს, რომ მისი გუნდისა და "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

ოლასის მტკიცებით, შეხვედრა ტურინში მაყურებლების გარეშე ჩატარდება, რაც მისი გუნდისთვის ხელსაყრელია.

ამის შესახებ ინფორმაცია RTL-მა გაავრცელა, მაგრამ არ აკონკრეტებს, საიდან გაიგო ოლასმა მატჩის თარიღი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ საფრანგეთში თამაშები შემოდგომამდე არ გაიმართება და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ლიონი" და პსჟ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შედარებით, სადაც ჩემპიონატები განახლდება, არათანაბარ პირობებში იქნებიან.

საფრანგეთში ჩატარებულ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ლიონმა" "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ლიგა 1
კორონავირუსის გამო ვადამდე დასრულდა, "ლიონი" მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს. ამის გამო ოლასმა სასამართლოში იჩივლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ზვიად, არ ვიცოდი, უბრალოდ დავწერე ოლიმპიკი, გამომიცვნია :))) ლიონს პსჟ (პარი სენ ჟერმენი, ანუ პარიზი) ეძახო, იგივეა, რაც რეალს ბარსა, მანჩესტერს ლივერპული, ან ბაიერნს - დორმუნდი აკადრო. გასაგებია რო შეეშალა. ვხუმრობსავით :))))
Dato
15 მაისი 2020 08:25
0
ჟან-მიშელ ოლასი და ანდრე აგასი დაძმობილდნენ და გაუდგნენ ფრანგული ენის მასწავლებლის სახლისაკენ მიმავალ გზას. გზაში მათ შეუერთდნენ რენაულტი და პეუგეოტი :)
Hummel
11 მაისი 2020 02:19
1
ლიონის პრეზიდენტის გვარი გამოითქმის როფორც ოლა და არა ოლასი
Hummel
11 მაისი 2020 02:14
0
შეეშალა ავტორს. ლიონის ოლიმპიკია. მარსელსაც ყავს ოლიმპიკი
ზვიადი
10 მაისი 2020 15:35
0
კორონას - ლიონ პსჟ არ ქვია ამ გუნდს? თუ ლიონ ოლიმპიკ, თუ ის ოლიმპიკ მარსელია? რას გაუგებ რა ამ ფრანგებს :))))
Dato
10 მაისი 2020 12:53
0
რა შუაშია აქ პსჟ?
კორონა
10 მაისი 2020 09:28
0

სიახლეები პოპულარული