უეფამ ევროტურნირების მინი-ტურნირის ფორმატში ჩამთავრება გამოაცხადა

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის განახლების ფორმატი გამოაქვეყნა, რომელიც საუცხოო ნამდვილად არ რის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

როგორც ნავარაუდევი იყო, ჩემპიონთა ლიგის რვა საუკუთესო გუნდის მინი-ტურნირი ლისაბონში 12-23 აგვისტოს გაიმართება და მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანი იქნება.

1/8-ფინალების დარჩენილი შეხვედრების თარიღები 10 ივლისს უეფას აღმასკომზე დადგინდება. 7-8 აგვისტოს დაგეგმილი თამაშები შესაძლოა, პორტუსა და გიმარაეშში ჩატარდეს.

ევროპა ლიგის მინი-ტურნირი კი ანალოგიურად 10-21 აგვისტოს გერმანიაში გაიმართება - კიოლნში, დუისბურგში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.
ფინალს კიოლნი უმასპინძლებს.

უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის ჩატარებას 10 ივლისს აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უ-19 და უ-21 ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ელიტრაუნდი როდის ჩაინიშნა? მადლობა
რედაქციას კითხვა
23:28 17-06-2020
0

სიახლეები პოპულარული